განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ოპტიმიზაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგიერთი განყოფილება და მიმართულება დაიხურა, ხოლო ზოგიერთს რესურსი გაეზარდა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ საფუძვლიანად გადაგვეხედა სტრუქტურისთვის, ზოგი მიმართულებით კონკრეტული განყოფილებები და მიმართულებებიც კი დავხურეთ, თუმცა ზოგი მიმართულებით გავზარდეთ რესურსი. მაგალითად, რესურსცენტრებს ვაძლიერებთ. მეტი თანამშრომელი ეყოლებათ განათლების მიმართულებით და ნაკლები თანამშრომელი გვეყოლება იურიდიული და აუდიტის მიმართულებით. კადრებსა და ხარჯებში შემცირების ხარისხი დაახლოებით 10-11%-ია", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.