ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა გაზეთ Frankfurter Allgemeinen Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომმოსკოვი სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს ევროკავშირში სიტუაციის დესტაბილიზაციას.
„უამრავი ნიშანი არსებობს", რომ რუსეთი აფინანსებს ანტიევროპულ პარტიებს და მასმედიას ბულგარეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში და შესაბამისად, ცდილობს ევროკავშირს ძირი შიგნიდან გამოუთხაროს. რუსეთს ახლა იგივე მიზანი აქვს, რაც თავის დროს საბჭოთა კავშირს ჰქონდა, ევროპის დასუსტება და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებში ეჭვის შეტანა." - განაცხადა როსენ პლევნელიევმა.
ბულგარეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის მოსახლეობამ უნდა იცოდეს თუ რა ხდება და რაზეა მიმართული რუსული პროპაგანდა.