logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: სასკოლო ექსკურსია უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ის გახდეს ორგანიზებული მეთოდი განათლების მიმართულებით
- +

27 დეკემბერი. 2016. 13:55


 


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა განცხადებით, სასკოლო ექსკურსია უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ის გახდეს ორგანიზებული მეთოდი განათლების მიმართულებით.


ხშირად სკოლაში წელიწადში რამდენჯერმე სავალდებულო წესით მიდიან ექსკურსიაზე მოსწავლეები, თუმცა ის არ არის შემეცნებითი ხასიათის, ან მინიმალური შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს. ექსკურსიების დროს ძირითადად შემეცნებითი ხასიათის შესაძლოა იყოს შესავალი, ხოლო შემდეგ ძირითადად გრძელდება წახემსებით და ბავშვთა გასართობი თამაშებით. ექსკურსია განათლების, ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების მიმართულებით ორგანიზებულ მეთოდად უნდა იყოს გამოყენებული." - აცხადებს ჯეჯელავა.


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ისაუბრა ჯანსაღ ცხოვრების წესზე სკოლაში.

 

იგეგმება ჯანსაღი წესის დანერგვა სკოლებში, განსაკუთრებით სოფლის სკოლების დაფინანსება ამ მიმართულებით, სადაც მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი დააფინანსოს. იგეგმება ასევე განვითარება სასკოლო ბანაკების მიმართულებით." - განაცხადა ჯეჯელავამ.


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღევანდელ პრეზენტაციაზე პედაგოგების შესახებაც ისაუბრა და მათ გმირები უწოდა.


2017 წლის იანვრის ცვლილებების შედეგად ყველაზე მაღალი ანაზღაურების პედაგოგებს ექნებათ 1100 ლარი ხელფასი, ხოლო დანარჩენი პედაგოგების ხელფასი საფეხურების მიხედვით იქნება შერჩეული", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner