Be.Ge ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კომპანიაა, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის პრიორიტეტს წარმოადგენს ქართულ ელექტრონულ კომერციაში ახალი სტანდარტების დამკვიდრება.
აღნიშნული ონლაინ მაღაზიის უპირატესობებია: მოქნილი და ინდივიდუალური მიწოდების სერვისი; პროდუქტის დიდი არჩევანი და მისაღები ფასები, პროდუქტის არჩევისა და შეძენის პროცესის მაქსიმალური კომფორტულობა.
საიტზე წარმოდგენილ 25 ათასამდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტი: სახლის ტექნიკა, კომპიუტერები, ფოტო-ვიდეო ტექნიკა, კონდიციონერები, მობილურები, დასვენებისა და სპორტული ინვენტარი, ჭურჭელი, თავის მოვლის საშუალებები და სხვა.
ონლაინ მაღაზიაში მოქმედებს გადახდის მარტივი და მრავალფეროვანი მეთოდები - თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ ნაღდი ანგარიშსწორებით, გადარიცხვით ან ბარათის მეშვეობით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განვადების გაფორმება გირჩევნიათ, შეგიძლიათ მოქნილი და მოსახერხებელი განვადების სისტემით სარგებლობა: სახლიდან გაუსვლელად თქვენ სხვადასხვა დანიშნულების საოჯახო ტექნიკის არა მხოლოდ შეკვეთასა და შეძენას, არამედ ონლაინ განვადებით სარგებლობასაც შეძლებთ. ამჟამად, BE.GE საქართველოს ოთხ წამყვან ბანკთან თანამშრომლობს. ჩვენი პარტნიორები არიან: ბანკი "რესპუბლიკა", საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი და TBC ბანკი.