logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს შორის კალათბურთში მატჩი გაიმართა
- +

27 დეკემბერი. 2016. 14:31




საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს შორის კალათბურთში ფინალური მატჩი გაიმართა. პირველი ადგილისთვის საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და ქ. თბილისის პროკურატურის გუნდებმა იბრძოლეს, სადაც გამარჯვება წილად ხვდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გუნდს, მეორე ადგილი ქ. თბილისის  პროკურატურის გუნდს, ხოლო მესამე ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის და თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტების ერთობლივმა გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს პროკურატურის  კალათბურთის გარდამავალი თასი გადაეცა. სამივე გუნდის წარმომადგენლებს მედლები გადაეცათ, ხოლო ტურნირში მონაწილე ყველა პირი სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდა. ტურნირის დასასრულს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: საუკეთესო მსროლელი, საუკეთესო მცველი, საუკეთესო გამთამაშებელი და საუკეთესო მოთამაშე ტურნირის სიგელებით დაჯილდოვდნენ.


მთავარი პროკურატურის მიერ ორგანიზებული კალათბურთის ტურნირი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუნდები საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა დეპარტამენტის, ოლქების და რაიონული პროკურატურების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა. საქართველოს პროკურატურის კალათბურთის ტურნირი ყოველ წელს იმართება და მისი მიზანია საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების დაახლოება და სამსახურში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner