ბრიტანულმა გამომცემლობა „The Economist"-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს პირველი 6 ქვეყანა, 2013 წელს გამოცემული ახალი წიგნების რაოდენობის მიხედვით. სია ნორმირებულია ყოველ მილიონ მოსახლეზე და საქართველო მასში მე-5 ადგილს იკავებს.
„The Economist"-ის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი 2013 წელს მილიონ მოსახლეზე 1 547 წიგნია. ამავე წესის მიხედვით, ინგლისს მილიონ მოსახლეზე 2 874 წიგნი აქვს გამოცემული.
2013 წელს საქართველოში 4,477 მილიონი მოქალაქე იყო, რაც ნიშნავს, რომ ამ წელს ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 6 926 წიგნი გამოიცა.
წყარო: https://goo.gl/f5dxzN