logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: იმედი მაქვს, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება
- +

27 დეკემბერი. 2016. 14:50



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საქართველოში 10 ათასამდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს და დასძინა, რომ უცხოელი სტუდენტების მიერ განხორციელებული კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანია.


„დღესდღეობით საქართველოში 10 ათასამდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს. იმედი მაქვს, რომ შემდგომ წლებში სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის პირობებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მატერიალური, ცოდნის ექსპორტი, რომელიც საქართველოს უქმნის მეგობრებს, გარდა კონკრეტული სერვისების გაყიდვისა და ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ უცხოელი სტუდენტები ქმნიან შიდა კონკურენციას. ბევრი მაგალითი გვაქვს თუ როგორ სწავლობენ ქართველი სტუდენტები უკეთესად შერეულ ჯგუფებში. დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამით „ისწავლე საქართველოში" შევძლებთ არა მხოლოდ მეტი მატერიალური, არამედ მეტი კონკურენცია შემოვიტანოთ სტუდენტებს შორის, რომლის შედეგიც იქნება მაღალი განათლება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner