logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ახლა ვამპირები მიშას წინააღმდეგ გაერთიანდნენ… სე ლა ვი!
- +

27 დეკემბერი. 2016. 15:23


 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„2008 წელს, ომის წინ მიშა და მეთიუ ბრაიზა შემხვდნენ, მაშინ არ ვიცოდი, მეთიუმ თუ ასე კარგად იცოდა რუსული...

 

ორივე გულმოდგინედ მთხოვდა დაბრუნებას პოლიტიკაში და მიშას გუნდში.

 

- მიშა, სად იპოვე ამდენი ნაგავი? რა ხალხი მოიყვანე ხელისუფლებაში და რას აკეთებინებ?

- არ ვაკეთებინებ ლალ, აკეთებენ... დაბრუნდი და მოუარე... დავიღალე ამ ინტელექტუალური, უსისხლო ბრბოს მართვით...

- მიშ, შენ და შენიანები მონსტრთა კორპორაციას ემსგავსებით - მე პასს... ყველას მოგეკითხებათ ერთ მშვენიერ დღეს, ეს გესმის?

- она сказала пасс - это нет!

- да Метью, она всегда была упрямой как осел...

- სანდრო რამხელა გამხდარა, - თქვა პრეზიდენტმა და ჩემს გვერდზე ატუზულ სანდროს თმა აუჩეჩა.

- მამამისიც არ დაინდე, რაზე ვლაპარაკობთ, მიშა?

- ხო, ნუკრი... ასე ვამოვიდა,

- შენს სინდისზეა

- может обьясните мне...

- да подожди Мет, мы вспомнили моего друга,ее мужа... ისე ჩვენ არ გვიმართლებს და „პახოდუ" გორელებმაც გადაგვაგდეს...

- ოქრუაშვილი მხოლოდ დასაწყისია შენ "გადაგდებებში".

- ლალ, ვიცი, რომ ვტყუივარ და პირველ რიგში შენს წინაშე, მაგრამ ისეთი ვამპირები მყავს გარშემო...

- ეს არაა გამართლება...

მშვიდობით, მიშა, пока Мет-оставьте Кавказ в покое...

მერე იყო ომი,

მერე დარბევები,

მერე მიშა დაიქცა და გაიქცა...

ახლა ვამპირები მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ - რაც მე ვუწინასწარმეტყველე...

ამ ისტორიას ბევრი ჩემი მეგობარი შეესწრო, შეგნებულად არ ვნიშნავ...

ეს ფრაგმენტი ჩემს წიგნშიც მოხვდა, რომელიც 2009 წელს გამოვიდა და მიშას არ გაუპროტესტებია...

სე ლა ვი....

ძლიერებიც ამა ქვეყნისანი მხოლოდ დროებითი მოვლენაა...

გახსოვდეთ!!!

მხოლოდ რწმენაა მარადიული..." - წერს ლალი მოროშკინა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner