„რა როლი აქვს გოგა ხაინდრავას ფილმში „9+1" ლადო ბედუკაძეს?" - შეკითხვას რეჟისორი „რეპორტიორთან" პასუხობს:
„რა თქმა უნდა, თვითონ ბედუკაძე ამ ფილმში არ მონაწილეობს, მაგრამ ის არის თვალი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, ყველაფერი ეხილა და მერე საზოგადოებისთვის მოეყოლა და ეს ამ ფილმში იქნება ნაჩვენები. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მე განსხვავებული ვარ იმ ადამიანებისგან, ვინც კიცხავენ ბედუკაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ისტორია ჰქონდა, მან უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. რომ არა ის და მისნაირები, ქართველ საზოგადოებას არ ეცოდინებოდა, რა ხდებოდა ქართულ ციხეებში", - ამბობს ხაინდრავა.
შეკითხვაზე - მიუხედავად იმისა, რომ ბედუკაძე ამ პროცესების მონაწილე იყო, მიგაჩნიათ, რომ მას უნდა აპატიოს საზოგადოებამ?" - ხაინდრავა პასუხობს:
„ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ეს უფლის გადაწყვეტილებაა, სავლე პავლედ იქცა. პავლე ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი მასწავლებელი გახდა. სინანული არის გზა სრულყოფისკენ და გზა სასუფევლისკენ. ამ გზაზე ვერავინ გადავეღობებით ადამიანს, თუ გაუჩნდა სურვილი, მოინანიოს, რაც გააკეთა. მითუმეტეს, თუ საზოგადოება ამისგან სარგებელს იღებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი განსასჯელი არ არის", - ამბობს გოგა ხაინდრავა.
იხილეთ სრული ინტერვიუ:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=3412