logo_geo
eng_logo
ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს
- +

27 დეკემბერი. 2016. 16:48


 


აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას ოჯახი რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ „პირველს" გიგა ოთხოზორიას დედამ  განუცხადა.


ჯულიეტა ჭანტურიას განცხადებით, გუშინ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ, მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ გამოტანილი განაჩენი აღსრულებადი არ არის, რამაც განაპირობა ოჯახის გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.


ოჯახი სამართლიანობის აღდგენას, რუსეთის სათანადო დასჯასა და გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლი საქართველოსთვის გადმოცემას მოითხოვს.


შვილი მომიკლეს და ვითხოვ, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ამ ქმედებაზე, სათანადოდ, სახელმწიფოს დონეზე მოეთხოვოს პასუხი. რას უნდა ვითხოვდე მეტი, შვილს ვერ გამიცოცხლებს?! ასევე კანჯი ოღლის გადმოცემა მთავარი მოთხოვნა იქნება, მან ოჯახს წაართვა შვილი, მამა და საქათრთველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა აგოს პასუხი თავის ქმედებაზე", - განაცხადა „პირველთან საუბარში ჯულიეტა ჭანტურიამ.


ოჯახი რუსეთისგან მატერიალურ ანაზღაურებას არ მოითხოვს.


ჩემი შვლის სანაცვლოდ მატერიალური მე რა უნდა მოვითხოვო?!", -  აცახებს მოკლულის დედა.


ოთხოზორიების ოჯახი ამ ეტაპზე დოკუმენტს ამზადებს და ჯერჯერობით უცნობია, როდის მიმართავს სტრასბურგის სასამართლოს.


26 დეკემბერს, ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის რუსეთის მოქალაქეს, ოკუპირებული ტყვარჩელის მკვიდრ რაშიდ კანჯიოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული პირი რაშიდ კანჯი ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას არ დაუკავებია.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner