logo_geo
eng_logo
„იმედი“ ადასტურებს, რომ „მაესტრო“ და GDS-ის ნაწილი შეიძინა
- +

27 დეკემბერი. 2016. 17:37



მედიაჰოლდინგი „იმედი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


მედიაჰოლდინგი იმედი მოხარულია, გაცნობოთ, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია მაესტრო გახდება ჰოლდინგის იმედის" შემადგენელი ნაწილი.

ასევე, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს გარიგებაც წარმატებით დასრულდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში.

იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ მედიაჰოლდინგი იმედი" ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს.

გვჯერა რომ, გამოცდილი პროფესიონალების გაერთიანებული გუნდი და განახლებული მენეჯმენტი ღირსეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მედია სივრცის განვითარებაში", - ნათქვამია იმედის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner