logo_geo
eng_logo
ნინა ხატისკაცმა და პასკალ მენიემ ლილოს თავშესაფრის ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
- +

27 დეკემბერი. 2016. 17:46




თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩთან პასკალ მენიესთან ერთად, ლილოს თავშესაფარს ესტუმრა.


მერის მოადგილემ და საფრანგეთის ელჩმა თავშესაფრის ბენეფიციარებს,  საფრანგეთის და ესპანეთის საელჩოების მიერ, ერთობლივად შეძენილი საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებას, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Club de Chance"- ის ხელმძღვანელი ტატიანა ბალდუკი დაესწრო.


სტუმრებმა ლილოს თავშესაფარი დაათვალიერეს და ბენეფიციარებს გაესაუბრნენ.


დღეს ჩვენ, საფრანგეთის ელჩთან ერთად, ლილოს თავშესაფარში მოვედით იმიტომ, რომ მივულოცოთ აქ მყოფ ადამიანებს დამდეგი ახალი წელი. ჩვენ დავათვალიერეთ თავშესაფარი და ვისაუბრეთ უსახლკაროთა პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე," - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.



ლილოს მიუსაფართა კაპიტალური თავშესაფარი ექსპლუატაციაში ერთი წლის წინ შევიდა და 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. თავშესაფარში ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან პირველადი სამედიცინო მომსახურებით, მედიკამენტებით და ორჯერადი სრულფასოვანი კვებით.


 

 

 

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner