მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის განცხადებით, მედიაჰოლდინგმა „იმედი" ტელეკომპანია „მაესტროს" ერთ-ერთი მეწილის ასათიანის 25%-იანი წილიც შეისყიდა.
„მან დაკარგა ინტერესი წილის ფლობისადმი, მიიღო გადაწყვეტილება წილის გასხვისების თაობაზე, შესაბამისად, მაკა ასათიანი თავის კუთვნილ წილს ასხვისებს. მოლაპარაკებები დასრულებულია",- განაცხადა ადვოკატმა.