logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერენ
- +

24 მარტი. 2016. 16:52



„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის" ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება.


„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის" ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ მოწვევის პარლამენტი ვერც ერთ საკონსტიტუციო ცვლილებას ვერ მიიღებს, რადგან ამისთვის უმრავლესობას 113 ხმა სჭირდება, რაც მათ არ გააჩნიათ.

 

ნაციონალური მოძრაობა" და თავისუფალი დემოკრატები" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერენ, ამიტომ, ამ მოწვევის პარლამენტში გამორიცხულია რაიმე საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. ჩემი აზრით, ვერცერთი საკონსტიტუციო პროექტი კონსტიტუციურ ცვლილებად ვერ იქცევა. ქართული ოცნების" ეს პროექტი მომავალ პარლამენტში გავა თუ არა, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლამდე არაფერი შეიცვლება",- აცახდებს ბოჟაძე.


ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებება უმრავლესობის გარდა, „ნაციონალურ მოძრაობასაც" აქვს ინიცირებული.


მისი აზრით, „ქართული ოცნების" პროექტი უფრო მნიშვნელოვანია იმით, რომ ითვალისწინებს 150 მანდატის განაწილებას რეგიონალური მრავალმანდატიანი სიების მიხედვით, რაც მისი შეფასებით, გაცილებით უკეთესი ვარიანტია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოთავაზებული, რომლის მიხედვითაც 75 მანდატი განაწილდება ერთიანი სიით, დანარჩენი 75 კი, რეგიონალური პროპორციული სიებით.


ზოგადად, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, რადგან მიგვაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემა უფრო დემოკრატიულია, ვიდრე პროპორციული. ის საინიციატივო ჯგუფებს აძლევს საშუალებას, ჩაერთონ ისე, რომ არ გახდნენ პოლიტიკური პარტიის წევრები", - აცხადებს ბოჟაძე და აღნიშნავს, რომ მისი პოზიციის მიუხედავად, მაინც დადებითად აფასებს „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას.


მისივე თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ითვალისწინებს ბარიერის დაწევას 4%-მდე.


ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბარიერი ატარებს შემზღუდველ ფუნქციას და თუ ეს შეზღუდვები 5%-დან 4%-მდე დაიწევს, იქნება უკეთესი", -აღნიშა ბოჟაძემ.


პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს.


აღნიშნული პროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებებით, დაგეგმილია საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე შემცირება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner