logo_geo
eng_logo
ელექტრომობილები თბილისში პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდებიან
- +

27 დეკემბერი. 2016. 21:12


 


თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და ეკო-პოლიტიკის კომისიამ ინიციატივა, რომ ელექტრომობილები თბილისში პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდებიან უკვე დაამტკიცა.


ფრაქცია „დედაქალაქის" ცნობით, ელექტრომობილების წახალისების ინიციატივას კომპანია „სითი-პარკმა" მხარი არ დაუჭირა, მიუხედავად ამისა საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე მაინც გავა. მათივე თქმით, თბილისში დაახლოებით 50-მდე ელექტრომობილია.


„ელექტრო მობილებისათვის დგომა-გაჩერების გადასახადის გაუქმება, ქალაქში ეკოლოგიური ტრანსპორტის პოპულარიზაციას და ავტოპარკის განახლებას ემსახურებ"", - აცხადებენ ფრაქციაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner