თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და ეკო-პოლიტიკის კომისიამ ინიციატივა, რომ ელექტრომობილები თბილისში პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდებიან უკვე დაამტკიცა.
ფრაქცია „დედაქალაქის" ცნობით, ელექტრომობილების წახალისების ინიციატივას კომპანია „სითი-პარკმა" მხარი არ დაუჭირა, მიუხედავად ამისა საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე მაინც გავა. მათივე თქმით, თბილისში დაახლოებით 50-მდე ელექტრომობილია.
„ელექტრო მობილებისათვის დგომა-გაჩერების გადასახადის გაუქმება, ქალაქში ეკოლოგიური ტრანსპორტის პოპულარიზაციას და ავტოპარკის განახლებას ემსახურებ"", - აცხადებენ ფრაქციაში.