„GDS"-ის დირექტორის თიკო გობეჯიშვილის განცხადებით, მედიაჰოლდინგი „იმედი" ტელეკომპანია "GDS"-ის აქტივების 100%-ის მფლობელი გახდება.
„მედიაჰოლდინგი „იმედი" გახდება ტელეკომპანია GDS-ის აქტივების 100%-ის მფლობელი. ეს გარიგება ეხება მხოლოდ GDS TV-ის და მასთან დაკავშირებული სხვა ყველა კომპანია დარჩება არსებული დამფუძნებლის მფლობელობაში",- განაცხადა გობეჯიშვილმა.