logo_geo
eng_logo
მამუკა გამყრელიძე: „ნაციონალებიდან“ რამდენიმე ადამიანი კიევში ჩავიდა და ცდილობენ სააკაშვილთან დაკავშირებას
- +

27 დეკემბერი. 2016. 22:45


 


ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე „ახალ თაობასთან" იტერვიუში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშრებით საუბრობს. როგორ გამყრელიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ღია მართვის მომხრეა, ხოლო პარტიის სხვა წარმომადგენლები კაბინეტური მართვის. გამყრელიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" კაბინეტური მართვა არ უხდება. ის ხალხოსნური პარტიაა და კარგია, თუ ასეთად დარჩება.


„გამარჯვების მოპოვება პარტიაში შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს ჩააჩოჩებდნენ! მიხეილ სააკაშვილი ის პიროვნება არ არის, რომლის ჩაჩოჩებაც შეიძლება. მიხეილ სააკაშვილი უნდა მოიცილო მთლიანად თავიდან. მას ვერ ჩააჩოჩებ, გამორიცხულია. ის უაღრესად ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა. ყრილობაზე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. როგორც ჩანს, უფრო მკვეთრი და რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება. გეტყვით იმასაც, რომ ეს ე.წ. გამიჯნულთა წრე საკმაოდ შემცირდება. ისინი, ვინც აქამდე სააკაშვილს ორი ხელით ლანძღავდა, გამოდიან და ყველანაირად ცდილობენ, მისდამი პატივისცემა დააფიქსირონ. ჩემი აზრით, ეს უკვე გვიანია. ამ ჯგუფში გამოიკვეთება რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სააკაშვილისთვის მიუღებელი იქნებიან და დანარჩენებს მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, ისევ პარტიაში დატოვებს. უკვე ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე ადამიანი ჩავიდა კიევში და ცდილობენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებას.

 

გიგა ბოკერია და კიდევ რამდენიმე ადამიანი, ჩემი აზრით, დაიჭერენ ძალიან მკვეთრ პოზიციას. გიგა ბოკერიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი ცალკე პარტია ჩამოაყალიბოს. შესაძლოა, ის არ იყოს გამორჩეული და განსაკუთრებული, რესპუბლიკელების დონის პარტია იყოს, მაგრამ მას ექნება შესაძლებლობა, თავისი ამბიციები იქ დაიკმაყოფილოს. ბევრად უფრო ღირსეული იქნებოდა, რომ თავიდანვე ასე მოქცეულიყო და არ მოენდომებინათ, ხელში ჩაეგდოთ პარტია თავისი რესურსებით. მათთვის უფრო მომგებიანი იყო, გამზადებული პარტია ჩაეგდოთ ხელში, თავისი ამომრჩევლითა და დაფინანსებით. გაეკეთებინათ თავიანთი პარტია და კარგად გამოჩნდებოდა, ვის მხარეს მეტი ხალხი გადაიხრებოდა. სააკაშვილს მეტი ელექტორატი ჰყავს და ისინი აუცილებლად დამარცხდებიან", - აცხადებს გამყრელიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner