logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: გაერო არის კლუბი, სადაც ხალხი სალაპარაკოდ და დროს სატარებლად იკრიბება
- +

27 დეკემბერი. 2016. 23:03


 


აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გაერო არის კლუბი, სადაც ხალხი სალაპარაკოდ და დროს სატარებლად იკრიბება.


ტრამპმა twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ის გაერო-ს დიდი პოტენციალის მქონე ორგანიზაციად მიიჩნევს, რომელიც ფაქტობრივად არ გამოიყენება, რასაც ტრამპი სამწუხაროს უწოდებს.


ტრამპმა ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღება გააკრიტიკა, რომელიც იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტას ითხოვს. ტრამპი აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას რეზოლუციის დაბლოკვისკენ მოუწოდებდა.


დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ 20 იანვრის შემდეგ გაერო-ში ყველაფერი შეიცვლება. 20 იანვარს აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner