logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: კონსტიტუცია ხალხისთვის არსებობს და არა პოლიტიკური მედროვეებისთვის.
- +

21 დეკემბერი. 2016. 22:01


 

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე, ნიკოლოზ მეტრეველი „რეპორტიორთან"  ინტერვიუში განვლილ პოლიტიკურ წელს აფასებს.

 

როგორ შეაფასებდით დასრულებულ პოლიტიკურ წელს?

 

- განვლილი წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ქართული ოცნების მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევა მიმაჩნია.ქართულმა  ოცნებამ  ქართველი ამომრჩევლისაგან უაღრესად სერიოზული ნდობის მანდატი მიიღო. პარტია სერიოზული გამოწვევების წინაშე  დგას.  გამოვყოფდი ოთხ  ძირითად  ამოცანას: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკის აღორძინება, დემოგრაფიული კრიზისის  დაძლევა და განათლებისა და მეცნიერების სისტემის კარდინალური რეფორმირება. ყველა ეს საკითხი ცალკე აღებულიც  კი  უაღრესად  დიდ ძალისხმევას და კომპეტენტურობას მოითხოვს. ამ საქმეში ქართული ოცნების ლიდერებს ჩვენ რიგითმა მოქალაქეებმა  გვერდიდან მაყურებლის პოზიციიდან არ უნდა  ვუყუროთ. სადაც საჭიროა მათთან  ერთად  ვიმუშაოთ  სადაც საჭირო  გახდება შევუსწოროთ. ეს ორი ფუნქცია ოცნებასთან მიმართებაში  მარტო  ბიძინა ივანიშვილს არ აკისრია.


ამჟამად  ბევრი საუბრობს ქართული  ოცნების  მიერ  გარანტირებულ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე და კონსტიტუციურ ცვლილებებზე.


- მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს ვინც ცხადია გულწფელად და არა პოლიტიკური დემაგოგიის მიზნით  ეწინააღმდეგება შესაძლო  საკონსტიტუციო ცვლილებებს,  გაიხსენონ  თუ  ვის მიერ, ვისი დავალებით და როგორი ცვლილებები შევიდა კოსტიტუციაში. სამწუხაროდ  ჩვენს კონსტიტუციაში სერიოზული ცვლილებებია შესატანი. საკონსტიტუციო უმრავლესობა დემოკრატიის პირობებში რაიმე ნონსენსი არ არის. ამ ეტაპზე მთავარია საკონსტიტუციო  კომისია  კომპეტენტური, სახელმწიფოს ერთგული  და არა  კერძო და ცალკე პიროვნებების  ერთგული  ადამიანებით   დაკომპლექტდეს. ეს საკითხიც  ქართული ოცნების სერიოზულ გამოწვევად მიმაჩნია.

 

 

თქვენ უკვე  ნაწილობრივ  აღნიშნეთ, ის თუ რით არის განპირობებული კოსტიტუციაში ცვლილებები, კიდევ რა ფაქტორებს გამოყოფდით?

 

- ამ ეტაპზე, თითქმის  ათ წლიანი  ნგრევის და განუკითხაობის შედგომ, ჩვენს წინაშე განსაკუთრებული სიმწვავით დგას მაქსიმალურად  ეფექტური სახელმწიფო  ინსტიტუტების მშენებლობის საკითხი. სწორედ ამ მიზნით არის აუცილებელი არსებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. სახელმწიფოს რომელსაც ტერიტორიების თითქმის მეოთხედი ოკუპირებული აქვს , ჯერ კიდევ გადასალახი აქვს ნაციონალური მოძრაობისგან  დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობა, კიდევ სხვა მრავალი პრობლემა და ამასთან ერთად მდებარეობს მსოფლიოს გეოპოლიტიკურად  ურთულეს რეგიონში, არ გააჩნია იმის ფუფუნება რომ, ჰქონდეს პოლიტიკური  მედროვეებისათვის დაწერილი ექლექტური კონსტიტუცია.უნდა გავაანალიზოთ მსოფლიო კოსტიტუციონალიზმის გამოცდილება,  მისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ურთიერთობების  განხორციელების საშუალებების თვალსაზრისით. ერთხელ  და ძალიან დიდი ხნით მოვაქციოთ სამართლებრივ სისტემაში საზოგადოებისა და სახელმწიფოს ძირითადი ფასეულობები. მინდა იუსტინიანე დიდის და ნაპოლეონის კოდექსები შეგახსენოთ, ამ ორმა დიდმა ადამიaნმა შესძლეს და შექმნეს კოდექსები რომლებმაც მათი იმპერიების ნგრევასაც  გაუძლო და საუკუნეებსაც. ჩემი ღრმა  რწმენით, თუ საკონსტიტუციო კომისია და რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოება შეძლებს და ბოლომდაე გაიაზრებს მის წინაშე არსებულ პასუხისმგებლობას,ჩვენს ქვეყანას გონივრულ ვადებში გამართული და რაც მთავარია ფუნციონირებადი კონსტიტუცია ექნება.


ზოგიერთი  პოლიტიკოსი და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი უნდობლობას უცხადებს ახლად ფორმირებად საკონსტიტუციო კომისიას?

 

- საკითხს  ორად გავყოფდი. რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს, ის ხშირად აპელირებს იმაზე, რომ ის ამ მაღალ თანამდებობას საერთო სახალხო გადაწყვეტილებით იკავებს, რაც ჩემთვის პირადად და ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი საზოგადოების დიდი ნაწილისათვისაც სამწუხაროდ  საკამათოა. მაგრამ, ეს ფაქტი მას სრულიად არ  ანთავისუფლებს იმ წილი პასუხისმგებლობიდან რომელსაც მას ამჟამინდელი თანამდებობა აკისრებს. არ მინდა დავიჯერო , რომ მას კიდევაც აწყობს ამჟამინდელი კონსტიტუციის ნაკლოვანებები. შეუძლებლად მიმაჩნია, პრეზიდენტი მარგველაშვილი ერთხელ მაინც არ დაფიქრებულიკყო თუ როგორი ბუნდოვანი და სამართლებრივი წინააღმდეგობითაა დატვირთული  საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციაში. ამიტომაც თუ მას არ შეუძლია ან არ სურს ქვეყნისათვის  ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში მონაწილეობა, პროცესს ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს. გაცილებირთ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების ნაწილის პოზიცია. დავიწყოთ  ნაციონალური მოძრაობით და მათი სატელიტებით, აქ ყველაფერი ნათელია, მათი პრინციპია რაც უარესი საქართველოსათვის მით უკეთესი ჩვენთვის. მეორე ნაწილი პოლიტიკური პარტიების   რომელთაც გულწრფელად სურთ ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანა და ამავე დროს მიიჩნევენ რომ მათი პოზიციები საკონსტიტუციო კომისიაში შესაძლოა სუსტად იქნას წარმოდგენილი, კონსენსუსი აუცილებლად მისაღწევია. პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალები და საზოგადოების ფართო სპექტრი თუ არ იქნა  კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით.


 კიდევ რა რისკებს ხედავთ ამ კუთხით?

 

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას თუ როგორ ჩატარდება კოსტიტუციის სახალხო განხილვა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან კონსტიტუციის მიტანა. ჩვენი საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ უნადა დარწმუნდეს იმაში, რომ კონსტიტუცია ხალხისთვის არსებობს და არა პოლიტიკური მედროვეებისთვის. 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner