logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა
- +

24 მარტი. 2016. 16:00



ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა დღეს ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციებს ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის შედეგები გააცნო და პრეზენტაცია წარუდგინა.


ირაკლი შიხიაშვილის ორგანიზებით, ვეტერანებისთვის  სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას ესპანელები გეგმავენ. ცენტრი რეგიონული მასშტაბის იქნება და მის შექმნაში  25 მილიონი ევრო დაიხარჯება. 3-4 წლის განმავლობაში ესპანელები  ცენტრის მშენებლობას დაასრულებენ.  ამის შემდეგ ქართულმა მხარემ  25 წლის განმავლობაში ეპანელების მიერ ჩადებული ინვესტიცია უნდა გამოისყიდოს.  სამკურნალო-სარეაბილიატაციო ცენტრი ამიერკავკასიაში ერთადერთი  იქნება .ესპანური მხარე სამედიცინო პერსონალს გადაამზადებს და  ცენტრი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება. ვეტერანებს ექნებათ საკუთარი სპეციალიზირებული კლინიკა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრაზე საზოგადოებრივი სათათბირო დარბაზის შექმნის იდეას ჩაეყარა საფუძველი, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაერთიანდებიან და სამსახურთან ერთად ვეტერანების საკითხებზე იმუშავებენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner