logo_geo
eng_logo
„ორიენტირებული ვართ, ქვეყნის რეფორმირება-გაძლიერება დაჩქარებული წესით მოხდეს“
- +

28 დეკემბერი. 2016. 00:14


 


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა. სესიაშვილის განცხადებით,  ასოცირების შეთანხმებით, ფაქტობრივად, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობა იმ სახით გვაქვს, როგორც ევროკავშირის წევრებს - ერთმანეთთან. ვიზალიბერალიზაციით კი, ფაქტობრივად, იმავე ურთიერთობის რეჟიმს ვიღებთ, რაც ევროკავშირის წევრებს ერთმანეთთან აქვთ.


„რა თქმა უნდა, ეს არის ევროატლანტიკური სივრცე. ამასთან, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა ახალი განაცხადი უნდა გავაკეთოთ. წინა წლებში მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციის საკითხი ფაქტიურად გადაწყვეტილია, NATO -სთან ინტენსიურ ურთიერთობაში ვართ და NATO-ს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა ინსტრუმენტი გვაქვს. ჩვენ გვინდა, ევროკავშირის და NATO -ს წევრი გავხდეთ და ეს უკვე ლიტონი სიტყვები არ არის.  ჩვენ ამისთვის რეალურად ვმუშაობთ და ამის შესაძლებლობა რეალურად არსებობს.

 

დარჩა ერთადერთი, პოლიტიკური ნაწილი და ევროკავშირში ხმის უფლება. მთავარია, ჩვენი საშინაო დავალება კარგად შევასრულოთ და დემოკრატიისკენ მეტი ნაბიჯი გადავდგათ. ორიენტირებული ვართ, ქვეყნის რეფორმირება-გაძლიერება დაჩქარებული წესით მოხდეს და ევროკავშირში წელში გამართული შევიდეთ. ეს, პირველ რიგში, ჩვენი შინაგანი მოთხოვნილებაა", - განაცხადა სესიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner