logo_geo
eng_logo
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მოსახლეობისათვის საციცოცხლოდ აუცილებელია“
- +

28 დეკემბერი. 2016. 00:36



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ „რუსთავი 2"-ის ეთერში ბიუჯეტთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ხულორდავამ აღნიშნა, ბიუჯეტს სერიოზული ტვირთი აქვს აღებული, რაც არის სავალდებულო და სატვირთი შემდეგი პერიოდის განმავლობაში, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.


ხულორდავას თქმით, ოპოზიციის ბრალდება, რომ ხელისუფლება რიგითი მოქალაქეების დასახმარებლად არაფერს აკეთებს არასწორია.


„ჩვენს ბიუჯეტს აქვს სერიოზული ტვირთი აღებული, რაც არის სავალდებულო და სატვირთი შემდეგი პერიოდის განმავლობაში, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან არის ძალიან სერიოზული ტვირთი ჩვენი ბიუჯეტისთვის, მაგრამ ეს არის საციცოცხლოდ აუცილებელი პროგრამა მოსახლეობისათვის.

 

ჩვენ, რომ ახლა ვსაუბრობთ მოსახლეობაში შემოსავლების შემცირებაზე, ხშირად გვავიწყდება, რომ ეს შემოსავლები ხშირ შემთხვევაში არ ყოფნიდა ელემენტარული სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას და საჭირო მომსახურებას. დღეს არსებობს ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც ამ ხარჯებისგან ათავისუფლებს მოქალაქეებს. არამც და არამც არ ვამბობ, რომ ეს არის უკვე იდეალური სიტუაცია და პრობლემები ამის იქეთ არ არსებობს, მაგრამ ვამბობ იმას, რომ ჩვენ დაგვხვდა სიტუაცია, როდესაც აუცილებელი იყო ამ ჰუმანიტარული ნაბიჯის გადადგმა. ჩვენმა ბიუჯეტმა ეს ტვირთი აიღო და საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი და პროგრესული დინამიკა შეიმუშავა", - განაცხადა ხულორდავამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner