თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ საერთაშორისო კოალიციის ძალები, მხარდაჭერას უწევენ ტერორისტებს სირიაში, მათ შორის, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს".
„თურქეთს დაპირდნენ, რომ ბოლომდე დაუჭერენ მხარს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების განადგურებას, თუმცა, ეს არ მოხდა. საერთაშორისო კოალიციის რიგებში ამტკიცებდნენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ ტერორისტების წინააღმდეგ. კიდეც შეეცადნენ თურქეთისთვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში ბრალი დაედოთ. პირიქით, კოალიციაში მხარს უჭერენ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებს, ქურთების ტერორისტულ ორგანიზაციებს. ჩვენ ყველა მტკიცებულება, მათ შორის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები გაგვაჩნია", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.