logo_geo
eng_logo
ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო და საბაგირო მოსახლეობას უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება
- +

28 დეკემბერი. 2016. 10:53



დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო, საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა", ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.


„2016 წლის 31 დეკემბრის 00:00 საათიდან 2017 წლის 1-ლი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე შობას, 6 იანვრის 00:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. მოქალაქეები ასევე უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა" და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა" 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის 1-ლი იანვრის 03:00 საათამდე." - განაცხადა თბილისის მერმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner