ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ბარსელონასა" და „აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი სიმსივნით გარდაიცვალა.
ჰოლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი ჰენდრიკ იოჰანეს კრუიფი დაიბადა 1947წლის 25 აპრილს ამსტერდამში. ის გახლდათ 3-გზის ოქროს ბურთის მფლობელი.
საფეხბურთო კარიერა დაიწყო ჰოლანდიურ „აიაქსში", სადაც 8-ჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი, 3-ჯერ კი ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. 1973 წელს გადავიდა ესპანურ „ბარსელონაში" და სადებიუტო სეზონშივე ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1984 წელს, სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, კრუიფი მწვრთნელი გახდა და წარმატებები მოიპოვა „აიაქსსა" და „ბარსელონაში" მუშაობით.
1999 წელს, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით, კრუიფი საუკუნის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა პელეს შემდეგ.
იოჰან კრუიფი მიიჩნევა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. მისი ლიდერობით ნიდერლანდის ნაკრები გავიდა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.