logo_geo
eng_logo
საახალწლოდ შეწყალებულ პატიმართა შორის ლეილა ქადაგიშვილიც მოხვდა
- +

28 დეკემბერი. 2016. 11:23



საახალწლოდ შეწყალებულ 12 პატიმარ ქალს შორისა ერთ-ერთი ლეილა ქადაგიშვილია, რომლის შესახებაც „ფოსტალიონი" სტატიაში -„ტრაგიკული ისტორია ქალისა, რომელიც პრეზიდენტმა არ შეიწყალა"  წერდა.


როგორც „ფოსტალიონს" ლეილა ქადაგიშვილმა განუცხადა, დღევანდელი შეწყალება მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან პრეზიდენტისადმი მრავალი თხოვნის და მიმართვის მიუხედავად პასუხი არასდროს მიუღია.


ბოლოს, გიორგობაზეც რომ არ შემიწყალა, უკვე აღარც ველოდი, ახლა კი მადლიერი ვარ" - განუცხადა "ფოსტალიონს" ქადაგიშვილმა. 


შეგახსენებთ,  ლეილა ქადაგიშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრის ქვრივი და ორი შვილის დედაა, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ის „კუდ"-მა  $50 ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა და „თანამშრომლობა" შესთავაზა, 3 წლიანი მორალური წნეხის გამო ლეილა ქადაგიშვილი უცხოეთში საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიით, გალის გავლით გაიქცა. იტალიაში მოხუცს უვლიდა და შიმშილის პირას მყოფ ოჯახს იქიდან ეხმარებოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სამართლიანობის აღდგენის დაპირებით შეგულიანებულმა,  გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაგრამ 2015 წელს, ჩამოსვლისთანავე  დააკავეს და ციხეში გაუშვეს. ბრალდება- 2007 წელს საზღვრის უკანონო გადაკვეთა.


ლეილა ქადაგიშვილი უკვე სახლშია და ახალ წელს  შვილებთან ერთად შეხვდება. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner