აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მარკ ტონერის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრალდება სასაცილოა.
„ეს ბრალდება სასაცილოა. ასეთი განცხადების საფუძველი არ არსებობს. არა მგონია, ვინც ხედავს ჩვენს ქმედებებს ჩრდილოეთ სირიაში და ერაყში, არ დაენახა, რომ ჩვენ ასი პროცენტით ვიბრძვით ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" განადგურებისთვის", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ საერთაშორისო კოალიციის ძალები, მხარდაჭერას უწევენ ტერორისტებს სირიაში, მათ შორის, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს".