სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს გამოკვლევევბის შედეგად ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება დაუდგინდა. ამის შესახებ „პირველს" პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ აცნობა.
ექიმის ინფორმაციით, ილია მეორე წინა დღეებთან შედარებით უკეთესად არის.
„პატრიარქი ახლა საკუთარ რეზიდენციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება გამოიკვეთა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თავს უკეთესად გრძნობს",- განუცხადა „პირველს" პატრიარქის პირადმა ექიმმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 27 დეკემბერს პროფილაქტიკის მიზნით თოდუას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა.