logo_geo
eng_logo
პატრიარქს ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება დაუდგინდა
- +

28 დეკემბერი. 2016. 14:17



სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს გამოკვლევევბის შედეგად ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება დაუდგინდა. ამის შესახებ „პირველს" პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ აცნობა.


ექიმის ინფორმაციით, ილია მეორე წინა დღეებთან შედარებით უკეთესად არის.

 

პატრიარქი ახლა საკუთარ რეზიდენციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება გამოიკვეთა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თავს უკეთესად გრძნობს",- განუცხადა „პირველს" პატრიარქის პირადმა ექიმმა.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 27 დეკემბერს პროფილაქტიკის მიზნით თოდუას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner