logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ღარიბაშვილმა როგორც შს მინისტრობისას, ისე პრემიერობის დროს, მაქსიმუმი გააკეთა!
- +

24 მარტი. 2016. 17:16


 

საქართველოს პარლამენტი წევრი ალექსანდრე ქანთარია ირაკლი ღარიბაშვილის „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" დაბრუნებას მიესალმება.


„ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია. მან მიიღო ძალიან კარგი გამოცდილება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობისას, ისე პრემიერ-მინისტრობის დროს, მან მაქსიმუმი გააკეთა. ვფიქრობ, რომ მისი ყოფნა პარტიაში იქნება ძალიან შედეგიანი", - განაცხადა დეპუტატმა „რეპორტიორთან" საუბრისას.


რა პოზიციაზე იქნება ღარიბაშვილი გუნდში - ქანთარიას თქმით, ეს თავად ყოფილ პრემიერზეა დამოკიდებული.


„უახლოეს ხანში გამოჩნდება, თუ ის საერთოდ აპირებს დაბრუნებას", - აღნიშნა დეპუტატმა.


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყოფილ თავმჯდომარესთან, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს. ინფორმაცია გუშინ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. 

 

„ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა კობახიძემ. ასეთი კონსულტაციები, მისი თქმით, ჯერჯერობით არ გამართულა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner