logo_geo
eng_logo
„მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების გაუქმება არ იგეგმება“
- +

28 დეკემბერი. 2016. 15:35



ტელეკომპანია „იმედის" სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა ირაკლი რუხაძემ, რომელიც ამ წუთებში „მაესტროს" მენეჯმენტს ხვდება, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტელეკომპანია „მაესტროს" საინფორმაციო გამოშვების გაუქმება არ იგეგმება.


მისი განცხადებით, არხზე საინფორმაციო გამოშვების გაუქმება არ იგეგმება, თუმცა იგეგმება რეორგანიზაცია.


საქართველოს სჭირდება მსხვილი ჰოლდინგები, რესურსების კონცენტრაცია, რომ არხმა დაიწყოს უფრო პროფესიული მუშაობა და მოგებაზე მუშაობა. ერთი არხის ნაცვლად ჩვენ მოვახერხეთ სამი არხით მივიდეთ მაყურებელთან და გავხდებით უფრო კონკურენტუნარიანები. რაც შეეხება საინფორმაციოს გაუქმებას, საინფორმაციოს გაუქმება არ იგეგმებამაესტროზე". რაც შეეხება „GDS", ის იქნება, როგორც გასართობი არხი", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.


საკადრო ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ტელეკომპანია „იმედის" სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საკადრო ცვლილებები ყოველ წელს მიმდინარეობს და ეს გასაკვირი არ არის.


მაესტროს" გადარჩენის ერთადერთი გზა არის ჰოლდინგში გაერთიანება, რადგანაც არხი არ არის მომგებიანი. ჰოლდინგში გაერთიანების შემდეგ ის მომგებიანი გახდება", - განაცხადა რუხაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner