logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვგმობთ ამ საზარელ აქტს!
- +

24 მარტი. 2016. 17:29



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ბელგიის მთავრობას და ბელგიელ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.


გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, ევროკავშირის წარმომადგნელობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს თანაგრძნობა გამოუცხადა.


„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს, ბელგიელ ხალხსა და ბელგიის მთავრობას. ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ აქტს და ამ ურთულეს წუთებში ბელგიელი ხალხისა და ევროპის გვერდით ვდგავართ", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner