logo_geo
eng_logo
„მაესტროს” ჟურნალისტები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ
- +

28 დეკემბერი. 2016. 16:29




„მაესტროს"  მენეჯმენტისა და ტელეკომპანია „იმედის" სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელის ირაკლი რუხაძის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.


როგორც „პრაიმტაიმი" იუწყება, „მაესტროს" გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური თანამდებობას ინარჩუნებს. არხზე ასევე არ დაიხურება საინფორმაციო გადაცემები. აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმტაიმს" მაესტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ხატია ქვათაძემ დაუდასტურა.


„დიახ, გიდასტურებთ, რომ ნაყეური ინარჩუნებს თავის თანამდებობას, ხოლო საინფორმაციო გამოშვებები არ დაიხურება", - განაცხადა ხატია ქვათაძემ.


ხატია ქვათაძე „მაესტროს" მენეჯმენტისა და ირაკლი რუხაძის შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს. მისი თქმით, „მაესტროს" ჟურნალისტები დღეს, საგანგებო განცხადებას გააკეთებენ და იმ ცვლილებებზე ისაუბრებენ, რაც არხზე განხორციელდება.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner