logo_geo
eng_logo
ლაშა ტუღუში: „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის გაერთიანებას პოლიტიკური ხასიათი აქვს და მედიაგარემოზე ცუდად იმოქმედებს
- +

28 დეკემბერი. 2016. 18:46



მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშის განცხადებით, „იმედის", „მაესტროსა" და GDS-ის ერთ ჰოლდინგში გაერთიანებას პოლიტიკური ხასიათი აქვს და მედიაგარემოზე ცუდად იმოქმედებს.


ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური ხასიათი აქვს ამ გარიგებას, ვინაიდან საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების სამ ტელევიზიას. კანონის მიხედვით, ამ სამიდან, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ანუ საერთო მაუწყებელი, ბაზარზე უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი. ამას ძალიან გასაგებად და პირდაპირ გვეუბნება კანონი მაუწყებლობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ცხადია, ეს იწვევს არაერთ კითხვას, წუხილს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით გულსატკენია, როდესაც ისეთი ტელევიზიის ყოფნა, როგორცმაესტროა", დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს ჩემთვის სერიოზული საკითხია, იმიტომ რომმაესტროს" აქვს ისტორია, ჰყავს კარგი კოლექტივი, კარგი ჟურნალისტები მუშაობენ და ერთი ხელის მოსმით ამ საკითხის ასეთი ფორმით გადაწყვეტა რთულად მეჩვენება. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ცუდად იმოქმედებს მედიაგარემოზე, იმიტომ რომ თუ კანონის ლოგიკას მივყვებით, გამოვა, რომ სამი ტელევიზიიდან დარჩებაიმედი", როგორც საერთო მაუწყებელი, შეიზღუდება სივრცე", - განაცხადა ტუღუშმა.


ტუღუში არ იზიარებს ირაკლი რუხაძის მოსაზრებას, რომ „მაესტრო" და „იმედი" შეიძლება იყოს ერთი ადამიანის მფლობელობაში და ორივეს ჰქონდეს საინფორმაციო გამოშვება. მისი თქმით, კანონი საკმაოდ ნათლად და ლოგიკურად განსაზღვრავს მსგავს საკითხს.


კანონის სხვანაირი წაკითხვა რას ნიშნავს, ვერ გეტყვით. მე მგონი, კანონი ძალიან გასაგებად გვეუბნება, თუ ერთ მესაკუთრეს ექნება ეს ტელევიზიები, მხოლოდ ერთგან იქნება შესაძლებელი, არსებობდეს საინფორმაციო პროგრამები. თუ ირაკლი რუხაძე ამას ეუბნებამაესტროს" ჟურნალისტებასაც, ეს კიდევ ამძიმებს ვითარებას, იმიტომ რომ არ მგონია, მარეგულირებელმა კომისიამ ასეთი ინტერპრეტაცია მისცეს საკითხს. ეს იქნებოდა კანონის სეროზული დარღვევა. არ შეიძლება ერთ ჯგუფს გააჩნდეს ძალიან დიდი ბერკეტი და ბევრი შესაძლებლობა და რამდენიმე საინფორმაციო-პოლიტიკური ხასიათის ტელევიზია ჰქონდეს. ეს პრინციპი დევს ყველა ევროპულ კანონში. თუ არ იცნობდნენ კანონს, უნდა გამოასწორონ ვითარება და რაღაცნაირად შეცვალონ გადაწყვეტილება. თუ იცნობენ კანონს და მაინც იგივეს ამბობენ, მაშინ არ ვიცი, რა გითხრათ, გამოვა, რომ ეს იქნება სერიოზული ავანტიურა. ტელევიზიები არ უნდა იყოს სათამაშო ვიღაცის ხელში, არ შეიძლება ასე მოქცევა. თუ კანონს შეცვლიან იმის გამო, რომ ვიღაცებს უნდათ, გააერთიანონ ეს ტელევიზიები, ეს მეორე პრობლემაა. ჩვენთან ხდებოდა ხოლმე ასეთი რაღაცები, როდესაც კანონს ვიღაცის ინტერესებს მოარგებდნენ, მაგრამ იმედი მაქვს, ახლანდელი პარლამენტი ასეთ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. ზოგადად მედიისთვის არაოდინალური და რთული ვითარებაა დამდგარი არამარტო ზემოაღნიშნული გარიგების, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესისა დარუსთავი 2"-ისთვის შექმნილი პრობლემების თვალსაზრისითაც", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner