logo_geo
eng_logo
საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა
- +

28 დეკემბერი. 2016. 19:51



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ  2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად თორნიკე ოქრიაშვილი დაასახელა. დაჯილდოება სასტუმრო "რუმს ჰოტელ თბილისში" გაიმართა.


აღნიშნულ ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ: გურამ კაშია, ჯანო ანანიძე, ვაკო გვილია და თორნიკე ოქრიაშვილი.


რაც შეეხება სხცა ნომინაციებს, პრიზები ასე გადანაწილდა: საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ოთარ კიტეიშვილი, საუკეთესო მსაჯი - გიორგი ვადაჭკორია, საუკეთესო მწვრთნელი - გია ცეცაძე, ფუტზალის საუკეთესო ფეხბურთელი - ზვიად კუპატაძე, საუკეთესო გოლი - ნიკა მაისურაძე, ქალთა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - ლანა გიორგაძე, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - ბუდუ ზივზივაძე, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - გულნარა გაბელია, საუკეთესო ბომბარდირი 2015-16 სეზონის - გიორგი ქვილითაია, გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - ბუდუ ზივზივაძე, ქალებში კი აღნიშნული ჯილდო ნინო ჭუჭულაშვილმა მოიპოვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner