ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან იამბონმა ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა მისი გადადგომა არ დააკმაყოფილა.
მედიის ცნობით, მინისტრმა გადადგომა იმ მიზეზით გადაწყვიტა, რომლის თანახმადაც, გასულ წელს თურქეთის ხელისუფლებამ ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებელი ბრაჰიმ ბაკრაუი ბელგიას გადასცა და გააფრთხილა, რომ ის საშიში პიროვნება იყო, თუმცა ბრიუსელმა ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა.
ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს 31 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 300-მდე ადამიანი.