გერმანული მედიის ცნობით, გერმანიაში 19 დეკემბერს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 40-წლის ტუნისელი დააკავეს. ინციდენტს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 49-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
გერმანიის პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ დაკავებულს ჰქონდა კავშირი 24 წლის ტუნისელ ანის ამრისთან, რომელიც თავდასხმის შემსრულებლად მიიჩნევა. ანის ამრი იტალიის პოლიციამ გასულ კვირას მილანში მოკლა.