პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე ისაუბრა. გავრცელებულ ინფორაციას, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დეპუტატ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე კონსულტაციები არსებობას, პარლამენტის თავმჯდომარე არ ადასტურებს.
„გუნდში არ გვქონია ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, შესაბამისად რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. მანანა კობახიძე არის ძალიან პრინციპული ადამიანი და ეს თვისება დაეხმარებოდა მას იმ მისიის შესრულებაში, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა ჰქვია",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.