ოსმა ძალოვნებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მიხეილ ბიბილაშვილი ჯარიმის, 2000 რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი ქართული მხარისათვის გადაცემა სოფელ ერგნეთში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა. იგი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით გუშინ დილით დააკავეს რუსმა სამხედროებმა.
ამჟამად ბიბილაშვილი გორის სამხარეო პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.