logo_geo
eng_logo
ოსმა ძალოვნებმა მეჯვრისხევის მკვიდრი მიხეილ ბიბილაშვილი გაათავისუფლეს
- +

28 დეკემბერი. 2016. 21:17



ოსმა ძალოვნებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მიხეილ ბიბილაშვილი ჯარიმის, 2000 რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი ქართული მხარისათვის გადაცემა სოფელ ერგნეთში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა. იგი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით გუშინ დილით დააკავეს რუსმა სამხედროებმა.


ამჟამად ბიბილაშვილი გორის სამხარეო პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner