logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო კომისია პარლემენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს
- +

28 დეკემბერი. 2016. 21:27



პარლემენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელთან დაკავშირებულ საკითხზე, პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხი.


„არის გარკვეული, სერიოზული სირთულეები ქუთაისში პარლამენტის ადგილსამყოფელთანათ დაკავშირებით, მათ შორის ლოჯისტიკური სირთულეებიც. ამ ყველაფერზე ჩვენ ერთად, კომისიის ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას პარლემენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე უნდა გადაიხედოს ეს საკითხი. ამ შემთხვევაში ჩვენ რაიმე წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ გვაქვს", - აღნიშნა კობახიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner