logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ გაგუა: ჩვენ მიერ დაგეგმილი ყველა რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა
- +

28 დეკემბერი. 2016. 21:40



საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო იმ კანონპროექტთა პაკეტი, რომლის მიზანია, ლარიზაციის რეფორმის დაწყება  და მომხმარებელთა უფლებების დაცვა საფინანსო სექტორში.


„ჩვენ გავითვალისწინეთ მნიშვნელოვანი შენიშვნები, რომელიც გამოითქვა კომიტეტების სხდომაზე, ასევე, დღევანდელ პლენარულ სესიაზე. ვთვლით, რომ მეორე მოსმენის შემდეგ, დოკუმენტები უფრო დაიხვეწება და საბოლოო სახეს მიიღებს. ცვლილებათა ეს  პაკეტი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს,  მათ შორისაა, სარეკლამო შეთავაზებისას, ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვა, აღსანიშნავია, რომ ეს არ შეეხება ფიზიკური პირებს. რეგულაცია ეხება მხოლოდ მეწარმეების მიერ გაკეთებულ შეთავაზებას. გარდა ამისა, იზღუდება სხვადასხვა იურიდიული პირებისთვის  თანხის მოზიდვა 100 ათას ლარზე ნაკლები მოცულობით, თუ ასეთი მოზიდვა ხდება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან.  ასევე,  მნიშვნელოვანია, რომ  უცხოური ვალუტით სესხების გაცემა იზღუდება 100 ათას ლარზე ქვემოთ,  ანუ 100 ათას ლარზე ქვემოთ სესხები გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.


მისი განცხადებით, ყველა ეს ღონისძიება, მათ შორის, საბიუჯეტო კუთხით დაგეგმილი რეფორმები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა და ეროვნული ვალუტა იყოს მყარი.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner