რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში ტერორისტებმა რუსეთის საელჩო დაცხრილეს. ერთი ნაღმი საელჩოს ეზოში, მეორე კი მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სირიაში რუსეთის საელჩოზე მსგავსი თავდასხმა ოქტომბერშიც განხორციელდა. შემთხვევის შედეგად საელჩომ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიიღო.
საელჩოში მიაჩნიათ, რომ სანამ ტერორისტული დაჯგუფებები არ განადგურდება, თავდასხმის საფრთხე კვლავ იარსებებს.