logo_geo
eng_logo
ლალი ბადურაშვილი: ნაციონალებმა ტყე რომ გაანადგურეს, რატომ ავიწყდებათ?
- +

18 თებერვალი. 2016. 12:55



მსახიობი ლალი ბადურაშვილი ციხისძირში ხეების გადარგვის ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის" პროტესტს არ ემხრობა და „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ „ნაციონალებს არაფერზე ხმა არ ამოეღებათ". როგორც ბადურაშვილი განმარტავს, ციხისძირში ხეების გადარგვა მიმდინარეობს და არა მოჭრა და „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი, ტყე მასობრივად ნადგურდებოდა.

 

„ნაციონალების დროს მარტო ერთი ხე მოიჭრა? ხეტყე რომ გაჰქონდათ და გაანადგურეს ტყე, ამას ვინ აკეთებდა? ციხისძირში ხეების გადარგვაზეა საუბარი და არა მოჭრაზე. ნაციონალების დროს რომ ყიდდნენ ტყეს, ეს რატომ ავიწყდებათ? ნებისმიერ საკითხზე საუბრის უფლება გვაქვს ყველას, გარდა ნაციონალებისა. ნაციონალებს არაფერზე ხმა არ ამოეღებათ. ერთი საკითხი არ ვიცი, რაც გააკეთეს და იმწუთას იქვე არ გააფუჭეს", - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner