აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ანტიებრაულ რიტორიკაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ჯონ კერი თავის გამოსვლაში „განსაკუთრებით იყო ორიენტირებული" ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებების პრობლემებით.
„ჯონ კერის დღევანდელი გამოსვლა, ისრაელის წინააღმდეგ იყო მიმართული, ისევე როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია",- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
28 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირება ორი სახელმწიფოს - პალესტინისა და ისრაელის - არსებობის პრინციპის საფუძველზე, საფრთხის ქვეშაა.