logo_geo
eng_logo
ეუთო-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
- +

29 დეკემბერი. 2016. 03:14


 

ეუთო-ს წარმომადგენლის თქმით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის IT სისტემაზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა ორგანიზაციის ინფორმაციის უსაფრთხოება. მისი განცხადებით, ჰაკერული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ნოემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი.

 

„არ ვიცი, რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებობა, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული იყო", - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი BBC-სთან საუბარში და აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად ეუთო-ს კომპიუტერული სისტემების კონფედენციალობა საფრთხის ქვეშ დადგა.


მანამდე, ფრანგულმა გაზეთმა Le Monde დასავლეთის დაზვერვის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ეუთო-ზე კიბერშეტევა განხორციელდა. გაზეთის წყაროს ვარაუდით, კიბერთავდასხმის უკან რუსული ჰაკერული ჯგუფი  "APT28" იდგა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "Fancy Bear".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner