logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია ფონდის „ნატვრის ხე" საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო
- +

29 დეკემბერი. 2016. 10:34


 


თბილისის მერი დავით ნარმანია ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის" მიერ გამართულ საახალწლო გალა კონცერტს დაესწრო. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა როგორც ქართველმა შემსრულებლებმა, ასევე, უცხოელმა სტუმრებმა, მსოფლიოში განთქმულმა საოპერო მომღერლებმა და სახელგანთქმულმა ანსამბლებმა  მიიღეს, რომლებიც თბილისში სპეციალურად ქართველი ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდნენ.


თბილისის მერის თქმით, ფონდი „ნატვრის ხე" უკვე მესამე წელია მძიმედ დაავადებული ბავშვების მკურნალობას აფინანსებს და ამ დროის განმავლობაში ფონდმა არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.


თბილისის მერიანატვრის ხის" დაარსებიდან დღემდე მხარს უჭერს ამ მასშტაბურ საქველმოქმედო ინიციატივას და მომავალშიც ასე იქნება. ქველმოქმედება გახლავთ ის, რაც თითოეულ ჩვენგანს მორალურ ვალდებულებად მიგვაჩნია და სწორედ ამიტომ, ფონდის საქმიანობის ირგვლივ, მსოფლიოს მასშტაბით, ათასობით ადამიანი ერთიანდება. მიზანი დიდია - დავეხმაროთ იმ ბავშვებს, რომელთაც ჩვენი გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ

 

ამასთან, მე, როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ კონცერტის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი სტუმრები გაეცნობიან ჩვენს დედაქალაქს, დაათვალიერებენ მის უძველეს ღირსშესანიშნაობებს, გაეცნობიან ჩვენს კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს," - განაცხადა დავით ნარმანიამ.




 

 

 

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner