logo_geo
eng_logo
ლევან კალანდაძე: ყველა მივეჩვიოთ გადასახადების გადახდას!
- +

24 მარტი. 2016. 18:00



ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე წყლის მოსაკრებლის გადასახადთან დაკავშირებით გოგირდის აბანოების წარმომადგენლების პროტესტს გამოეხმაურა.მისი განცხადებით, საგადამხდელო წესრიგი და კულტურა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს და ექსკლუზიური, პრივილეგირებული მდგომარება, რაც ზოგიერთ ბიზნესსტრუქტურებს წარსულში ჰქონდა, უნდა დამთავრდეს.



ვფიქრობ, ჭრელი აბანოების მესვეურების ამგვარი პროტესტი და ულტიმატუმები ყოვლად უადგილოა და მათი ქმედება, პირველ რიგში, თავად ამ კომპანიებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს დააზარალებს. მათთვის განსაკუთრებული" მოსაკრებელი წყლით სარგებლობისათვის არავის დაუწესებია. ეს არის სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი, რომელიც ერთიანია აბსოლუტურად ყველასთვის და რაიმე ექსკლუზივებსა" და უპირატესობებს" არ ითვალისწინებს. ტარიფი სამართლიანია და ყველა კომპანია ერთნაირი ტარიფით იხადის. მესმის, რომ გადასახადისა და მოსაკრებლის გადახდა სასიამოვნო პროცედურა არ არის. მითუმეტეს ჭრელი აბანოები წარსულში, ნაციონალების" მმართველობის პირობებში .. ექსკლუზიური ტარიფით სარგებლობდნენ და ახლა, როცა ტარიფი ყველასთვის გათანაბრებულია და სატარიფო ოაზისები" ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესკომპანიებისათვის აღარ უნდა არსებობდეს, ცოტა რთულია მათთვის ახალ რეალობაზე გადართვა. მაგრამ კანონი კანონია და რაც მთავარია, კანონი თანაბარი უნდა იყოს ყველასთვის", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner