logo_geo
eng_logo
საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია „ტრანს კავკასუს ტერმინლსა„ და კომპანია LAM- ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
- +

24 მარტი. 2016. 18:01



დღეს  ს/ს „საქართველოს რკინიგზის" შვილობილმა კომპანიამ „ტრანს კავკასუს ტერმინალსმა" და  LAM კომპანიათა ჯგუფმა განზრახვათა შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, კომპანიები სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობით, ხელს შეუწყობენ საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის მსოფლიო სავაჭრო გზებთან დაკავშირებას. ასევე, ერთობლივად შეიმუშავებენ საზღვაო კავშირს საქართველოს, თურქეთსა და შესაბამის ევროპულ ბაზრებთან.


ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ტრანს კავკასუს ტერმინალსი" ტრანსკასპიური კონსორციუმის წევრი გახდა. კონსორციუმი ჩინეთიდან  საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვებს უზრუნველყოფს, შემდგომში მათი სხვადასხვა მიმართულებით ტრანსპორტირების მიზნით. ჩვენი კომპანიის გარდა, კონსორციუმის წევრები არიან ჩინური, აზერბაიჯანული და ყაზახური კომპანიებიიმედი გვაქვს, რომ LAM ჯგუფი იქნება ერთ-ერთი კომპანია, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენ შავ ზღვაზე თურქეთისა და სხვა მიმართულებით  საზღვაო მომსახურებას  მივიღებთ, რომ შემდგომში  სრულყოფილად უზრუნველვყოთ ჩინეთიდან წამოსული ტვირთის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირება", - განაცხადა „ტრანს კავკასუს ტერმინალსის" დირექტორმა ლევან სულაბერიძემ.


ბოლო წლების განმავლობაში საქართველო  სატრანსპორტო სფეროში მნიშვნელოვნად განვითრდა. ჩინეთ-საქართველოს აბრეშუმის გზა კი, ამ მიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს აჩენს. LAM კომპანიათა ჯგუფი, როგორც გლობალური სატრანსპორტო კომპანია, ტრანს კავკასუს ტერმინალსთან" პარტნიორობით ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას გეგმავს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დიდი როლი ითამაშოს მსოფლიოს ტრნასპორტირების სფეროში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ამ პროექტში ჩვენი წვლილი შეგვაქვს", - განაცხადა LAM კომპანიათა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელმა სელიმ მაკზუმემ.


შეგახსენებთ, რომ „ტრანს კავკასუს ტერმინალსის" 100 %  წილის მფლობელია ს/ს „საქართველოს რკინიგზა". რკინიგზის შვილობილი კომპანია 2009 წელს დაარსდა და  მართავს და ავითარებს საკონტეინერო ტერმინალებს თბილისსა და ფოთში. ხოლო, LAM კომპანიათა ჯგუფი 70-წლიანი გამოცდილების კომპანიაა, რომელიც თავისი საერთაშორისო ქსელების მეშვეობით საზღვაო და ლოგისტიკურ მომსახურებას აერთიანებს.


 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner